Tuesday, April 20, 2010

2020_2030 წლების პროგნოზი_ რა სახით მიიღებენ განათლებას ადამიანები?ჩაანაცვლებს წიგნს მთლიანად კომპიუტერი?

ერთ_ერთ ბლოგზე ამოვიკითხე ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა 2020-2030 წლებში განათლების მიღების ფორმას და იქ აღნიშნულ რამდენიმე თვალსაზრისს არ ვიზიარებ. (ეს იყო ევროკომისიის ეგიდით ჩატარებული კვლევა, განათლების მომავალი:"მომავალი სამუშაოებისათვის საჭირო ახალი უნარების სწავლის ახალი გზები") ამ წლებში არ იქნება თურმე აუცილებელი სკოლაში ან ინსტიტუტში სიარული და ვისაც სწავლის სურვილი ექნება, მას შეეძლება ისწავლოს სახლში. ქაღალდის წიგნები შეიცვლება მათი ელექტრონული ვარიანტით, მოსწავლეები თვითონ გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას და ა.შ.
ჩემი აზრით, ყველაფრის დამოკიდებულება კომპიუტერზე, ინტერნეტზე არ შეიძლება. არ ვიცი, ვინ დამეთანხმება და ვინ არა, მაგრამ წიგნში წაკითხული ლექსი, მოთხრობა თუ რომანი იწვევს მკითხველში შესაბამის ემოციებს, თითქოს მოქმედ გმირთან ერთად მოგზაურობ, განიცდი მის ტკივილს,სიხარულს, გამარჯვებას, დამარცხებას და ა.შ.
პირადად მე, როცა ინტერნეტით ვცდილობ ინფორმაციის მოძიებას, რაც შეიძლება სწრაფად ვკითხულობ ტექსტს და არ ვიაზრებ ამ ტექსტის მთავარ სათქმელს.
სწავლის გაკონტროლება ცოტა რთული პროცესია. გარკვეულ ასაკში (ეს ასაკი ყველასთვის სხვადასხვაა) ხდება გულის აცრუება სწავლისადმი, რაც უნდა დაიძლიოს უფროსი თაობების მიერ საუბრებით სწავლის მნიშვნელობაზე, გაუძლიერონ მოტივაცია (აღუძრან მოტივაცია).
თავად წავაწყდი ასეთ პრობლემას; უნდა ამერჩია საგნები, რომელთაც ერთი სემესტრის განმავლობაში მოვისმენდი. ავირჩიე, მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება და მეუბნებიან, რომ უნდა შევცვალო 3 საგანი, რადგან ვერ გავიგებ თურმე ამ საგნების შინაარსს, თუ არ მოვისმინე მათი წინარე სხვა საგნები. საიდან უნდა მცოდნოდა ყოველივე ეს მე? სახლში სწავლით მსგავსს პრობლემას აღმოაჩენს უამრავი ადამიანი, ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა ისეთი დაწესებულებების არსებობა, სადაც კვალიფიციური ადამიანები მოსწავლეებს თუ სტუდენტებს მისცემენ მიმართულებას, მითითებას, სწორი გზით რომ იარონ.
ხარაჩო თუ არასწორად ააგე, მასზე ასვლისას ფეხქვეშ საძირკველი გამოგეცლება, ან მსუბუქად დაზიანდები ან მძიმედ.

No comments:

Post a Comment